USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული მინერალური წყლის პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

ქართული მინერალური წყლის პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

2023-12-28 17:00:00

საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლები​ს ექსპორტი მზარდ ტრენდზეა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ მსოფლიო ბაზარს 121,829.23 ათასი დოლარის წყალი მიაწოდა, რაც 17%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2022 წლის 11 თვეში საქართველომ ექსპორტზე 104,550.83 ათასი დოლარის წყალი გაიტანა.

2023 წლის 11 თვეში საქართველოდან ექსპორტირებული წყლის მხოლოდ 8%-ი გავიდა ევროკავშირის ბაზარზე.

მიმდინარე სტატისტიკით, ქვეყნიდან ექსპორტირებული მინერალური თუ მტკნარის წყლის (ღირებულებით ჭრილში) ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სადაც 2023 წლის 22 თვეში 57,673.11 ათასი დოლარის ღირებულების წყალი გადაიზიდა. 

TOP-5 ბაზარი, სადაც საქართველოს მინერალური და მტკნარი წყლებს ყიდის:

  • რუსეთი - 57,673.11 ათასი დოლარი,
  • ყაზახეთი - 23,005.14 ათასი დოლარი,
  • უკრაინა - 12,645.69 ათასი დოლარი,
  • უზბეკეთი - 6,704.02 ათასი დოლარი,
  • ლიეტუვა - 6,673.68 ათასი დოლარი. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები