პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, კახეთში რაც შეიძლება მეტი დიდი და ბრენდული სასტუმროები გაიხსნას, რისი წინაპირობაც არსებობს.
დავით სონღულაშვილის თქმით, კახეთს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ტურიზმი.
„თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა განვითარდეს არამხოლოდ აეროპორტის, ავტობანის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. რომელიც კახეთში ხელს შეუწყობს კახეთში არამხოლოდ ტურიზმის განვითარებას არამედ მთლიანად ეკონომიკის განვითარებას. თავის მხრივ კი აეროპორტიც ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს. მიუხედავად იმისა, რომ კახეთში ბევრი მაღალი კლასის სასტუმროა და რეგიონში საერთაშორისო ბრენდებიც არიან წარმოდგენილები, მაინც არის პრობლემა დიდი ზომის სასტუმროების. ეს რესურსი რეგიონში არსებობს და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ეს მიმართულებაც უნდა მიყვეს, რადგანაც ამით მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდება ტურიზმის სექტორი. აეროპორტის მშენებლობაც ამას უწყობს ხელს. შესაძლებლობა იხსნება, როგორც შიდა ისე საერთაშორისო ტურისტების უფრო დიდი ნაკადების მიღებისთვის“, - აღნიშნა სონღულაშვილმა.
მანვე „იმედის დილის“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში კახეთში ბაკური კულინარიის სკოლის მშენებლობაც დააანონსა და თქვა, რომ გურჯაანში შენდება ბასკური კულინარიის სკოლა, რომელიც ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება