ყულევში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაიხურა. მთავრობის №102 დადგენილების თანახმად, „ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 სექტემბრის №376 დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რითაც უფუნქციო თიზ-ის 10 წლიანი ისტორია დასრულდა.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ 2012 წლის სექტემბერში ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულევში 599970 .00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თიზ-ის მოწყობა გადაწყვიტა და მისი სიცოცხლისუნარიანობა 99 წლით განსაზღვრა. მაშინ თიზ-ის ორგანიზატორის უფლებამოსილება SOCOR Georgia Investments-ს მიენიჭა.
2012 წელს თიზ-ის ფუნქციონირების დაწყების თარიღად 2014 წლის 1-ელი სექტემბერი განისაზღვრა, თუმცა ამის შემდეგ მისი ამოქმედება 3-ჯერ გადავადდა, ბოლოს კი მისი გაუქმების გადაწყვეტილება იყო მიღებული.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2012 წელს კომპანია SOCAR Georgia Investments-ში 51%-ს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანია ფლობდა, 24,5%-ს ჰერიტიჯ ჯენერალ თრეიდინგი, ხოლო დარჩენილ 24,5%-საც ტრიდან ჰოლდინგ LTD.
2013 წლის 30 ივლისის მონაცემებით მიხედვით SOCAR Georgia Investments-ში 7,5%-იან წილს უკვე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანია ფლობდა, ხოლო დარჩენილ 24,5%-იან წილს ტრიდან ჰოლდინგ LTD.
2016 წლის მარტში კი შპს SOCAR Georgia Investments-ის წილის მფლობელი შპს „ფაზის ოილი“ გახდა. შეიცვალა ასევე კომპანიის მეწილეც. მისი 100%-იანი წილის მფლობელი შვეიცარიული სააქციო საზოგადოება „სტრიმტრეიდი“ გახდა. კომპანიის ხელმძღვანელი კი გია შავდია.
2023 წლის თებერვალში კი შპს „ფაზის ოილის“ მფლობელი შპს „საიტლეს ენერჯი“ გახდა, სადაც 50%-ს უკვე გია შავდია და 50%-ს ჯაბა ანიკაშვილი ფლობენ.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი