ყაზახეთი კასპიის ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის (FOCL) გაყვანაზე მუშაობს, რომელიც აზერბაიჯანსა და ყაზახეთს დააკავშირებს.
ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოკაევთან შეხვედრისას, ყაზახეთის გამგეობის თავმჯდომარემ კუანიშბეკ ესეკეევმა განაცხადა.
ინფორმაციას ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სტაბილური 5G კავშირის შექმნის საკითხი.
„ყაზახტელეკომი“ გეგმავს 7000-მდე ანძის აშენებას, რომლებიც უზრუნველყოფენ 5G კავშირს მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია 2023 წელს 486 კოშკის ექსპლუატაციაში გაშვებას გეგმავს შიმკენტში, ასტანასა და ალმატაში.
ყაზახეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საკომუნიკაციო პროექტების განხორციელება ეკონომიკური და სოციალური ზრდის არსებითი ელემენტია.
შეგახსენებთ, რომ FOCL-ის გაყვანის პროექტი AzerTelecom-თან ერთად ხორციელდება ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ციფრული სატელეკომუნიკაციო დერეფნის ფორმირებას ევროპასა და აზიას შორის.
აზერბაიჯანისა და ყაზახეთის წამყვანმა სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა, AzerTelecom-მა და Kazakhtelecom-მა, 2023 წლის იანვარში ხელი მოაწერეს „შეთანხმებას თანამშრომლობის პირობებზე", რაც FOCL-ის გაყვანის პროექტის ნაწილია.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი