აზერბაიჯანში, ბილასუვარში 4,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
აზერბაიჯანის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ბიძგები ადგილობრივი დროით 10:14 წუთზე ჯალილაბადის სადგურიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კილომეტრში დაფიქსირდა.
ეპიცენტრი 37 კმ სიღრმეზე იყო.
ბოლო ხუთი დღის განმავლობაში აზერბაიჯანში სხვადასხვა მაგნიტუდის ექვსი მიწისძვრა დაფიქსირდა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი