საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გუშინ ბათუმში რუსულ საკრუიზო გემთან დაკავშირებულ მოვლენებს Twitter-ზე ეხმაურება.
„ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია - რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს.
შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის“, - წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი 27 ივლისს მოსახლეობის პროტესტისფონზე დატოვა.
ბათუმში საკრუიზო გემი Astoria Grande 27 ივლისს შევიდა. 22 ივლისს სოჭიდან ახალი საკრუიზო მარშრუტით 800-ზე მეტი ადამიანი გაემგზავრა. საქართველოში ჩასვლამდე ისინი სტამბულსა და ამასრას ეწვივნენ.
მანამდე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განაცხადა, რომ აღნიშნული გემი არის პალაუს დროშის ქვეშ მყოფი Astoria Grande, რომელსაც მართავს თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ საკრუიზო გემის Astoria Grande ჩამოსვლა კომერციული ხასიათისაა, ის რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე Goodwin Shipping Limited-ის სახელით და არ ექვემდებარება საერთაშორისო სანქციებს.
`აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება", - აღნიშნულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი "ვარსკვლავური" კრუიზი სოჭიდან 27 ივლისს სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭის მარშრუტით გაემგზავრება.
უახლესი
11 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება