USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთთან ომის წლისთავზე 10 მთავარი გამარჯვება დაასახელა

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთთან ომის წლისთავზე 10 მთავარი გამარჯვება დაასახელა

2023-02-24 09:30:03

2022 წლის 24 თებერვალს კიევში დილის 4 საათზე, რუსეთმა პირველი სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინაზე და რუსული ჯარების პირველმა კოლონებმა გადაკვეთეს საზღვარი.

ომის მეორე წლისთვის ათვლა დაიწყო, რომელსაც მოსკოვმა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია"  უწოდა. კრემლი იმედოვნებდა, რომ  „სპეციალური ოპერაცია“ რამდენიმე დღეში დასრულდებოდა. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, გასული წლის 24 თებერვალს რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ქვეყნის რიგითი მოქალაქეების 10 ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევეის სია გამოაქვეყნა.  

უკრაინელი სამხედროების თქმით, ძირითადი გამარჯვებების სიაში, სხვა საკითხებთან ერთად, შედის შემდეგი მიღწევები:

  • კიევის, ჩერნიგოვის, სუმის და ხარკოვის წარმატებული დაცვა (2022 წლის თებერვალი-აპრილი);
  • მშვიდობიანი უკრაინელების მასობრივი წინააღმდეგობა, რომელიც რუს სამხედროებს მოსკოვის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუწიეს;
  • რუსეთის ჯარების ქვედანაყოფების უკანდახევა კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებიდან (2022 წლის მარტი-აპრილი);
  • რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, სარაკეტო კრეისერის „მოსკვას“ ჩაძირვა (2022 წლის აპრილი);
  • Serpent's Island-ის განთავისუფლება (2022 წლის ივნისი);
  • რუსეთის ჯარების მიწოდების სისტემის დარღვევა ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში (2022 წლის ივნისი და აგვისტო);
  • ხარკოვის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილობრივი გათავისუფლება (2022 წლის სექტემბერი-ოქტომბერი);
  • ოკუპირებული ხერსონის განთავისუფლება (2022 წლის სექტემბერი-ოქტომბერი);
  • უკრაინის დასახლებებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წარმატებული დაცვა საჰაერო თავდაცვის სისტემით (2022 წლის ოქტომბერი - 2023 წლის თებერვალი);
  • რუსეთის შეტევის შეკავება აღმოსავლეთ უკრაინაში (2022 წლის დეკემბერი - 2023 წლის თებერვალი).

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები