FIABCI არის უძრავი ქონების კომპანიების გაერთიანება, შესაბამისად შაინ ენერჯი არის პირველი დეველოპერი კომპანია, რომელიც მზის ელექტროსადგურების მშენებლობას ახორციელებს, შესაბამისად ჩვენი წევრობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ასოციაციისთვის, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს მზის ელექტროსადგურების კომპანია „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელმა ნინა გადელიამ განუცხადა.
„ჩვენი კომპანია ფაქტობრივად, პირველია და უძრავი ქონების ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია მწვანე ინიციატივები, რაშიც ჩვენ ამ კომპანიებს გავუწევთ დახმარებას. ვიდრე ჩვენ FIABCI-ის წევრები გავხდებოდით, რამდენიმე დეველოპერთან ისედაც ვთანამშრომლობდით და ვამუშავებთ პროექტებს, რომელიც გულისხმობს მწვანე საცხოვრებელი კომპლექსების შექმნას და შესაბამისად, ბაზარი ამ მხრივ გაიზარდა და გაზრდილია დაინტერესებაც. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ წევრობის ფარგლებში, ყველა დეველოპერ და წევრ კომპანიას ჩვენთან მიმართებით ექნებათ შეთავაზებები და ბევრად უფრო საინტერესო იქნება ჩვენი ბიზნესპარტნიორობა“,-აღნიშნა ნინა გადელიამ.
Shine Energy ადგილობრივ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. კომპანია FIABCI-Georgia წევრია.
იგივე თემაზე:
„შაინ ენერჯის“ დახმარებით „დეილის“ ლოგისტიკური ცენტრი ენერგოდამოუკიდებელი გახდება
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება