USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქული Togg T10X-ის შეკვეთებმა მოლოდინს გადააჭარბა

თურქული Togg T10X-ის შეკვეთებმა მოლოდინს გადააჭარბა

2023-03-18 10:40:16

თურქული წარმოების პირველ ელექტრომობილზე Togg T10X-ზე შეკვეთები მოსალოდნელზე მაღალია. ამის შესახებ Togg-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Twitter-ზე დაწერა.

„წინასწარი შეკვეთების დაშვებიდან პირველ 4 საათში, რომელიც 27 მარტამდე გაგრძელდება, ჩვენმა 7 734 მომხმარებელმა წინასწარ შეუკვეთა Togg T10X. ჩვენთვის პატივია, რომ გვენდობით“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ელექტრომობილებზე წინასწარი შეკვეთისა და ჩაბარების განაცხადი 16 მარტს დაიწყო. პირი, ვინც 953 ათასი ლირის ღირებულების Togg-ს წინასწარი შეკვეთის უფლებას მოიპოვებს,  ავტომობილი გათამაშების წესით გადაეცემა. 

განაცხადების მიღება შესაძლებელია Togg-ის ვებგვერდზე და Trumore-ის აპლიკაციაში. განაცხადები, 60 ათასი ლირის საფასურით 27 მარტამდე მიიღება.

შეგახსენებთ, რომ პირველი თურქული ელექტრო ავტომობილის TOGG-ის სერიული წარმოება, გასული წლის 29 ოქტომბერს დაიწყო. მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია 20 ათასი ავტომობილის წარმოებაა, ხოლო 2030 წლისთვის კი 1 მილიონის.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები