თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა.
ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
თურქეთის კატასტროფების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამსახურმა (AFAD) აღნიშნა, რომ მიწისძვრების შედეგად სულ მცირე 44 218 ადამიანი დაიღუპა.
სირიაში სტიქიას 5914 ადამიანი ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელთაგან ერთი ეპიცენტრი იყო ქალაქ კაჰრამანმარაშის პაზარჯიკის რაიონში 7,7 მაგნიტუდით, მეორე მიწისძვრა - 9 საათის შემდეგ - ელბისტანის რაიონში ( 7,6 მაგნიტუდით) დაფიქსირდა.
სტიქიამ გამოიწვია მასიური ნგრევა და თურქეთსა და სირიაში ათასობით ადამიანი დაიღუპა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი