USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში შოკოლადი შემოდის

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში შოკოლადი შემოდის

2023-03-23 10:40:12

2023 წლის 2 თვეში საქართველომ 9,392.95 ათასი დოლარის ღირებულების 2,209.90 ტონა შოკოლადი შეისყიდა,  რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში (შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები) განხორციელებულ იმპორტზე 15%-ით მეტია.

იანვარ-თებერვალში საქართველოში ყველაზე მეტი შოკოლადის ნაწარმი რუსეთიდან შემოვიდა. კერძოდ, მთლიანი იმპორტის 35%-ი.

მეორე ადგილზეა უკრაინა, რომელზედაც იმპორტის 15% მოდის. ორ თვეში საქართველომ უკრაინიდან 331.18 ტონა შოკოლადი იყიდა. 11%-იანი წილით კი მესამეა თურქეთია. 

ბოლო 14 წლის სტატისტიკით შოკოლადის იმპორტის მხრივ რეკორდული 2022 წელი იყო.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველომ გასულ წელს 21,306.69 ტონა შოკოლადი იყიდა, რისთვისაც ქვეყნიდან 77,828.36 ათასი დოლარი გავიდა.

2022 წელს იმპორტირებულ შოკოლადში რუსეთის წილი 48%-ია.

სად ყიდულობს საქართველო შოკოლადს? (2022 წლის სტატისტიკა)

  • რუსეთი - 10,190.29 ტონა
  • თურქეთი - 3,173.49 ტონა
  • უკრაინა - 3,087.78 ტონა
  • იტალია - 827.48 ტონა
  • ბელგია - 810.62 ტონა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები