USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 5 პროდუქტი, რომელსაც თურქმენეთში ვყიდით და ვყიდულობთ

TOP 5 პროდუქტი, რომელსაც თურქმენეთში ვყიდით და ვყიდულობთ

2023-03-28 12:30:50

საქართველოდან თურქმენეთში ექსპორტი 125%-ით არის გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით,  2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ თურქმენეთში ექსპორტზე 1,864.91 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 829.97 ათასი დოლარის.

რაც შეეხება იმპორტს, 2 თვის სტატისტიკით კლებაა. 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ თურქმენეთიდან 9,164.45 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 28,242.27 ათასი დოლარის.

ბოლო 14 წლის სტატისტიკით თურქმენეთში საქართველოს ყველზე მეტი ექსპორტი 2019 წელს უფიქსირდება, როდესაც ქვეყანამ 59,283.49 ათას დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიტანა 

იმპორტის კუთხით კი რეკორდული 2021 წელი იყო, როდესაც საქართველომ თურქმენეთიდან 205,456.56 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა.

რას ვყიდით და ვყიდულობთ თურქმენეთში წლიურ ჭრილში:

TOP 5 პროდუქტი, რომელსაც საქართველო თურქმენეთისგან ყიდულობს: 

ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 153,403.20 ტონა,

ნავთობის კოქსი, ნავთობის ბიტუმი და ნავთობის გადამუშავების სხვა ნარჩენები -  4,295.10 ტონა,

მარილი - 1,395.22 ტონა,

სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 1,093.50 ტონა,

პოლიმერები პროპილენისა ან სხვა ოლეფინებისა, პირველადი ფორმებით - 1,010.00 ტონა.

TOP 5 პროდუქტი, რომელსაც საქართველო თურქმენეთში ყიდის: 

  • ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 6,023.60 ტონა,
  • კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - 829.42 ტონა,
  • მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 655.37 ტონა,
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 387.89 ტონა,
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 322.71 ტონა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები