საქართველოში შოკოლადის იმპორტის 14%-იანი კლება ფიქსირდება. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ 15,717.74 ტონა შოკოლადი შეისყიდა, რაშიც 63,492.65 ათასი დოლარი გადაიხადა. ხოლო რაც შეეხება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს, საქართველოში 66,006.99 ათასი დოლარის ღირებულების 18,175.29 ტონა შოკო;ადის იმპორტი დაფიქსირდა.
ქვეყანაში იმპორტირებული შოკოლადის 49%-ი რუსეთზე მოდის. მეორე ადგილზე კი უკრაინაა.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო შოკოლადს ყიდულობს:
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში შოკოლადის იმპორტი მზარდია. თუმცა შოკოლადის იმპორტის კუთხით რეკორდული 2022 წელი იყო, როდესაც ქვეყანამ 21,307.45 ტონა შოკოლადი იყიდა, რაშიც 77,827.55 ათასი დოლარი გადაიხადა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება