2024 წლის პირველ 8 თვეში, ბინების გაყიდვებში საქართველოს მოქალაქეების წილი წინა წლის მსგავსად, 78%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის უძრავი ქონების მიმოხილვაშია ნათქვამი.
„აღსანიშნავია, რომ ისრაელის მოქალაქეების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა 5%-დან 11%-მდე, რამაც შენიშვნა დააკომპენსირა რუსეთის მოქალაქეების წილის 9%- დან 2%-მდე შემცირება.
ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2 ) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, ასევე ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<$1,000/მ 2 ) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება