თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი ამსტერდამში, Passenger Terminal Expo 2023-ის ფარგლებში შეხვედრებს მართავს.
შეხვედრების ძირითადი მიზანია თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც მგზავრს დამატებით კომფორტს შეუქმნის და სერვისების მიწოდების ხანგრძლივობას მაქსიმალურად შეამცირებს. განსახილველ თემებს შორისაა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ტერმინალის მოპირკეთება და სამგზავრო ხიდების იატაკების განახლება, ასევე ლანდშაფტის დიზაინის დაგეგმარება.
გამოფენას მსოფლიოს 1900-ზე მეტი აეროპორტისა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და ამ სფეროსთან დაკავშირებული ბიზნესის პირველი პირები ესწრებიან. Passenger Terminal Expo-ს მონაწილეებსა და ვიზიტორებს საშუალება აქვთ, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, ისაუბრონ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე, იმსჯელონ მსოფლიოს აეროპორტების სამომავლო განვითარებაზე.
გამოფენა 300 მონაწილეს და 400 სპიკერს აერთიანებს. გამოფენაზე სტენდებით არის წარმოდგენილი TAV Airports-ი da ADP Group-ი. გამოფენის ფარგლებში, ამსტერდამში დღეს SKYTRAX-ის მსოფლიო აეროპორტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. Passenger Terminal Expo-ს, ყოველწლიურად, 10 ათასზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოს 130 ქვეყნიდან.
“ტავ ჯორჯია” ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონიაშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისოაეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიგანხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისადა გონივრული მენეჯმენტის შედეგად, „ტავ ჯორჯია“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ დადინამიურ კომპანიას წარმოადგენს. დღეისათვის „ტავ ჯორჯიაში“ დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი