შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) ტვირთების გადაზიდვის დაჩქარების მიზნით, საჭიროა დაძლიოს არსებული ინფრასტრუქტურული შეზღუდვები რიგი მიმართულებით, ძირითადად ყაზახეთსა და საქართველოში.
ამის შესახებ ექსპერტმა სატრანსპორტო საკითხებში რაუფ აღამირზოევმა აზერბაიჯანულ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, შუა დერეფანი რუსეთში გამავალი მარშრუტების ალტერნატივაა:
„თუმცა შუა დერეფნის სხვადასხვა სეგმენტზე არის დაბალი გამტარუნარიანობის მონაკვეთები. ყაზახეთი შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური ქვეყანაა. გასულ წელს ყაზახეთის მიერ ამ მარშრუტით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2021 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაიზარდა და 1,5 მლნ ტონას მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთი მესამე სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ალმათის მიმართულებით აშენებს, მაგრამ ყაზახეთის საპორტო ინფრასტრუქტურა ვერ ატარებს დიდი მოცულობის ტვირთებს. ყაზახეთის მთავარი ინტერესი ნავთობის, ქვანახშირის, ურანის ტრანსპორტირებაა, მაგრამ ჩინური კონცეფცია "ერთი სარტყელი, ერთი გზა" მიზნად ისახავს საკონტეინერო გადაზიდვების გაზრდას.
ამ კონტექსტში მიმდინარეობს მუშაობა აქტაუსა და კურიკის პორტების ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე“, - აღნიშნა აღამირზოევმა.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ბაქოს პორტის მეორე ფაზის მშენებლობის მიმდინარე წელს დაიწყება:„რკინიგზაზე მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც უკავშირდება ალტერნატიულ ელექტროენერგიის სისტემაზე გადასვლას უჯარ-ბაქოს მიმართულებით. ასევე აუცილებელია რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლება“.
მისივე თქმით, საქართველო ასევე არის შუა დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა:
„ზოგჯერ საქართველოს პორტში აზერბაიჯანიდან გაგზავნილი ტვირთი დაგვიანებით ტრანსპორტირდება. ამჟამად საქართველოსთვის პრიორიტეტულია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.პორტი შეძლებს 100 მილიონ ტონამდე ტვირთის და 1 მილიონამდე კონტეინერების მიღებას. ამ პორტში პანამაქსის ტიპის გემები შევლენ“.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ საქართველო 2024 წელს ელოდება აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის გასწვრივ გზებისა და რკინიგზის მოდერნიზაციის დასრულებას.
„თურქეთმა გამოაცხადა რკინიგზის გაფართოების პროექტი. ეს ვრცელი პროექტია და მოსალოდნელია, რომ 30 წლის განმავლობაში თურქეთის ინფრასტრუქტურაში $190 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამ თანხის 63% ყოველწლიურად განხორციელდება რკინიგზაში. რადგანაც. რკინიგზის პოტენციალი დიდია, მაგრამ გამტარუნარიანობა მის პოტენციალზე ბევრჯერ დაბალია“, - დასძინა ექსპერტმა.
ტრანსკასპიური მარშრუტი (შუა დერეფანი) საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთსა და ევროპის ქვეყნებს ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით აკავშირებს.
TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.
შუა დერეფნით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი