USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შპს „დილსიმ“ მომხმარებლის უფლებები დაარღვია - კონკურენციის სააგენტო

შპს „დილსიმ“ მომხმარებლის უფლებები დაარღვია - კონკურენციის სააგენტო

2023-02-08 15:39:25

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ონლაინ ვაჭრობის სექტორში, შპს „დილსის“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა.

საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად, სააგენტომ დარღვევის ფაქტი დაადგინა.

კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, საქონელზე ფასების მითითების, საქონლის მიწოდების ვადების და კანონისმიერი გარანტიის პირობების დარღვევის ფაქტი დადასტურდა.

შესაბამისად, ერთი თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

აქვე, სააგენტო განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ყველა მოვაჭრე ვალდებულია გასაყიდ საქონელსა და მომსახურებაზე მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოს ფასი. აღნიშნული ეხება როგორც სარეწში, ისე დისტანციურად (მათ შორის სოციალურ ქსელში) ვაჭრობის შემთხვევებს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები