USD 2.7468

EUR 2.9759

TRY 0.0801

GBP 3.564

RUB 0.028298

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შესაძლოა, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი გაფართოვდეს - გოგა მელიქიძე

შესაძლოა, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი გაფართოვდეს - გოგა მელიქიძე

2023-04-14 23:59:53

2023 წელი ემისიების მხრივ მრავალფეროვანი იქნება და ბაზარზე საპენსიო ფონდისთვის საინტერესო შეთავაზებებიც გამოჩნდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-თან საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ განაცხადა.

„ბროკერებისგან გაქვს ინფორმაცია, რომ ზოგადად კომპანიები აპირებენ გააქტიურებას და შესაძლოა, წელს უფრო კარგი ემისიების ბაზარი იყოს ვიდრე 2022 წელს იყო. ჩვენი აზრით უფრო მეტი საშუალება გვექნება საინვესტიციოდ. შესაძლოა, უმეტეს ემისიებს ის საკრედიტო რეიტინგი არ ჰქონდეს, რომელიც გვინდა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ შარშანდელთან შედარებით წელს უკეთესი ვითარება იქნება“, - აცხადებს გოგა მელიქიძე.

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი აცხადებს, რომ სააგენტოსთვის ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი პრიორიტეტულია.

„მცირე ბაზარია და საინტერესო. გასულ წელს იყო გარკვეული აქტიურობა რამდენიმე ემისიაზე და ჩვენი მოლოდინია, რომ წელს უფრო მეტი ემისია იქნება. ბოლო ინვესტიციები, რომელიც მაგ მიმართულებით განვახორციელეთ იყო „ნიკორას“ და „თიბისი ლიზინგის“ ობლიგაციები. ემისიები საკმაოდ კარგ 14.6%-სა და14%-ში განვახორციელეთ. ორივე ინვესტიცია მიბმულია ფინანსირების განაკვეთზე. ჩვენთვის პრიორიტეტულია ასევე გლობალური აქციების ბაზრები. გლობალურ აქციებში ჩვენ პორტფელი შეადგენს 20%-ს. ეს ლიმიტი კანონითაა დაწესებული და ამ ბაზარზე მეტი წილით ვერ შევალთ. უცხოეთში ინვესტიციების ნახევარზე მეტი აქციებშია ინვესტირებული, ხოლო დანარჩენი ამერიკულ სახაზინო ვალდებულებებში საკმაოდ კარგ პროცენტში“, - აცხადებს გოგა მელიქიძე.

რაც შეეხება სახაზინო ვალდებულებებს, საპენსიო სააგენტოს უკვე 500 მლნ ლარი აქვს ნაყიდი, თუმცა 2023 წელს ამ მიმართულებით აქტიურობას არ გეგმავენ. „მაგ ნაწილში ნაკლებად ვიქნებით აგრესიულები. რადგან საქართველოს სახაზინო ვალდებულებების მომგებიანობა 8%-ია. შესაძლოა, გარკვეულ ემისიებში შევიდეთ, მაგრამ არა ისე აგრესიულად როგორც ამას 2022 ან წინა წლებში ვაკეთებდით. თუმცა სახაზინო ვალდებულებების ბაზარი დიდია და საინტერესო“, - აცხადებს მელიქიძე.

აღსანიშნავია, რომ მალე პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი უფართოვდება.

„კანონთან დაკავშირებული ცვლილებები უკვე პარლამენტშია და მალე დაიწყება მოსმენები. იგეგმება საინვესტიციო მანდატის გაფართოება და კონცენტრაციის ლიმიტის გაზრდა. დღეს თუ შეგვიძლია ერთ კონცენტრაციაში 10%-ით მონაწილეობა კანონის მიღების შემდეგ 25%-ით შეგვეძლება ემისიაში შესვლა. ჩვენ მანდატის გაფართოება მიზანშეწონილია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პირდაპირ გავზრდით კონცენტრაციებს. თუ კარგი ემისია იქნება შესაძლებლობა გვექნება, რომ შესვლა 10%-ზე მეტით განვიხილოთ“, - აცხადებს გოგა მელიქიძე.

აღსანიშნავია, რომ საპენსიო სააგენტო 2023 წლის პირველი კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2023 წლის მარტის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.2 მილიარდი ლარია; საპენსიო აქტივებზე დარიცხული წმინდა ამონაგები 477 მილიონ ლარს აჭარბებს; წმინდა უკუგება საინვესტიციო საქმიანობის დაწყებიდან დღემდე 42.57%-ს შეადგენს; საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 383 ათასი ადამიანი დაფიქსირდა; დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,273 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 8,712,552.41 ლარს შეადგენს.

გრძელდება პორტფელის დივერსიფიკაცია და 22 მარტის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელი შემდეგნაირად გამოიყურება: სააგენტომ ამ პერიოდში ინვესტირება განახორციელა თიბისი ლიზინგის 3-წლიან ვადიანობის კორპორაციულ ობლიგაციებში 7.96 მილიონი ლარის ოდენობით. ობლიგაციის კუპონის განაკვეთი 3-თვიან TIBR + 3.00% შეადგენს (ყიდვის მომენტში 14.15%). აღსანიშნავია, რომ მოცემულ ემისიაში ინვესტიცია რიგით მე-2 ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში ინვესტირებაა. ამავდროულად, საპენსიო სააგენტო განაგრძობს აქტივების გლობალურ დივერსიფიკაციას და პირველი კვარტლის განმავლობაში განვითარებული ეკონომიკების ინდექსის ფონდთან ერთად შეიძინა დამატებითი გლობალური ინდექსების ფონდები. შედეგად, გლობალურ აქციებში ინვესტირების წილმა საპენსიო აქტივების 10%-ს გადააჭარბა და მომავალშიც ზრდა იგეგმება“, - ნათქვამია საპენსიო სააგენტოს კვარტალურ ანგარიშში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები