USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში სურსათის ფასები მეზობელ სომხეთზე სწრაფად იზრდება - გალტ & თაგარტი

საქართველოში სურსათის ფასები მეზობელ სომხეთზე სწრაფად იზრდება - გალტ & თაგარტი

2023-02-22 11:29:54

ბოლო პერიოდში გაძვირებული სურსათი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია საქართველოში. ამასთან, მსოფლიო ბაზარზე უკვე მეათე თვეა სურსათის ფასები თვიდან-თვემდე კლებულობს  FAO-ს მონაცემებით და კლება ან უმნიშვნელო ზრდა ფიქსირდება, - ნათქვამია ბლოგში, რომელსაც გალტ & თაგარტი აქვეყნებს. 

მსოფლიო ბანკის მონაცემებით. პოზიტიურია, რომ საქართველოში 2022 წლის ოქტომბრიდან ინფლაციის შენელების ტენდენცია გვაქვს, რომელიც 2023 წლის იანვარში შენელდა 9.4%-მდე 2022 წლის  იანვრის პიკური 13.9%-დან. სურსათის ფასებშიც ფიქსირდება შენელება, მაგრამ არა იმ ტემპით, რაც მსოფლიო ბაზარზე ან სხვა სასაქონლო ჯგუფებშია საქართველოში (მაგალითად საწვავი).

ზოგადად, საქართველოში ჯამური ინფლაციის დონეზე  ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ფასებს აქვს, რადგან მთლიანი ინფლაციის დაანგარიშებაში სურსათს სამომხმარებლო კალათის მესამედი უკავია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სურსათის ფასები ორნიშნა ტემპით იზრდება 2021 წლის ივლისიდან. ამასთან, იგივე ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა მეზობელ სომხეთშიც, თუმცა ფასების ზრდის ტემპი იქ უფრო ნაკლები იყო და სახეზეა მნიშვნელოვანი შენელებაც.

მაგალითად, მიმდინარე წლის იანვარში სომხეთში სურსათის ფასები 9.4%-ით გაიზარდა, მაშინ როცა საქართველოში ზრდამ 15.0% შეადგინა.

სურსათის და უალკოჰოლო სასმელების წლიური ინფლაცია საქართველოში და სომხეთში

ჩვენ შევისწავლეთ სასურსათო პროდუქტები საქართველოში და გამოვყავით 7 ძირითადი პროდუქტი, რომელზეც ფასები კვლავ მაღალი რჩება და ყველაზე დიდი წვლილი აქვს მთლიან ინფლაციაში, როგორც მიმდინარე წლის იანვარში, ისე ბოლო 6 თვეში. ეს პროდუქტებია:

7-ძირითადი პროდუქტი, რომელსაც ყველაზე მაღალი წვლილი აქვს სურსათის ინფლაციაში საქართველოში

წყარო: საქსტატი, გალტ & თაგარტი
შენიშვნა: პროდუქციის კატეგორიები რანჟირებულია ინფლაციაში წვლილის მიხედვით

„ჩვენი მოლოდინია, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასების შემცირების და ლარის გამყარების კვალდაკვალ საქართველოში სურსათის ფასების ზრდის ტემპი შენელდება. ამ კუთხით დამატებით აღსანიშნავია მთავრობის მიერ დაანონსებული კანონპროექტი, რომელიც სასურსათო ნედლეულის პირველად მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობებს მოაწესრიგებს ევროკავშირის დირექტივის მიხედვით“, - ნათქვამია გალტ & თაგარტის ბლოგში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები