USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში 2022 წელს რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიან მოცულობაში რუსეთი პირველია

საქართველოში 2022 წელს რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიან მოცულობაში რუსეთი პირველია

2023-03-03 12:20:27

2022 წელს საქართველოს რკინიგზით გადატანილია 14.8 მლნ. ტონა ტვირთი, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელ  21.8 პროცენტით აღემატება.

გადაზიდული ტვირთების 12.8 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 28.6 პროცენტი - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 58.6 პროცენტი - ტრანზიტზე. 

2022 წელს საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 30.1 პროცენტი ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 69.9 პროცენტი - ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე. 

საქსტატის ცნობოთ, 2022 წელს რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 41.1 პროცენტისათვის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს, 21.4 პროცენტისათვის - აზერბაიჯანი, 8.2 პროცენტისათვის - სომხეთი, 5.3 პროცენტისათვის - თურქმენეთი, 4.0 პროცენტისათვის - ბულგართი, ხოლო 4.0 პროცენტისათვის - რუმინეთი.

ამასთან, 2022 წელს რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 22.2 პროცენტისათვის დანიშნულების ქვეყანას სომხეთი წარმოადგენს, 9.6 პროცენტისათვის - ყაზახეთი, ხოლო 8.4 პროცენტისათვის - რუსეთის ფედერაცია.

2022 წელს ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 14.9 პროცენტისათვის დანიშნულების ქვეყანა თურქეთია, 7.8 პროცენტისათვის - ნიდერლანდები, 6.7 პროცენტისათვის - იტალია, ხოლო 3.5 პროცენტისათვის - ჩინეთი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები