საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას საქართველოს საელჩო თურქეთში, სადაც ამ დროისთვის, სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, საგანგებო შტაბის სხდომა იმართება. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, ცხელ ხაზზე უამრავი ზარი შემოდის და მოქალაქეები ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ეძებენ.
მისივე თქით, რთული ვითარების გამო, სტიქიის ზონაში გადაადგილება გართულებულია და ამიტომ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, მათი ადგილსამყოფლისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას მიაწოდონ.
ამ დროისთვის სტიქიის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქის გარდაცვალებაა დადასტურებული.
აღსანიშნავია, რომ 6 თებერვალს დილით თურქეთში მომხდარი 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 3 549 ადამიანი დაიღუპა, 22 168 დაშავდა, 5 775 შენობა დაინგრა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი