საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 1604.8 ათასი მგზავრი, რაც 96.6 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს.
ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 482.9 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 76.7 პროცენტით მეტია გასულ წელთან შედარებით.
2022 წელს ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 1556.3 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 97.0 პროცენტს შეადგენს და 94.5 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 48.5 ათასი მგზავრი, რაც 3-ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 63.0 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 37.0 პროცენტი (2022 წელს აზერბაიჯანის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი