USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო იქნება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კალენდრის ნაწილი - ლევან დავითაშვილი

საქართველო იქნება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კალენდრის ნაწილი - ლევან დავითაშვილი

2023-02-18 23:21:08

„ეს ნამდვილად ისტორიული მოვლენაა - საქართველოში პირველად ტარდება სამთო-სათხილამურო სპორტში უმაღლესი რანგის ტურნირი, ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი. მოხარულები ვართ, რომ უმაღლესი შეფასება მივიღეთ მსოფლიო სათხილამურო ფედერაციისგან“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებაზე.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებლად წლების განმავლობაში მიდიოდა მუშაობა, განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში.

ბაკურიანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა იმისთვის, რომ ქვეყანა მაღალ დონეზე მომზადებული შეხვედროდა ასეთი მაღალი დონის ტურნირს, მათ შორის გაკეთდა გათოვლიანების ხელოვნური 29-კილომეტრიანი სისტემა, გაიხსნა რამდენიმე საბაგირო გზა, ასევე მოეწყო ხელოვნური ტბები, რათა კურორტზე გათოვლიანებისთვის წყლის საკმარისი რესურსები იყოს. ეს ინფრასტუქტურა გამოდგება წლების განმავლობაში და საქართველო იქნება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კალენდრის ნაწილი.

ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში ბაკურიანის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები