ორწლიანი პაუზის შემდეგ, წმიდა სინოდი დღეს, 14 თებერვალს, 12:00-ზე შეიკრიბა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რა თემებზე იმსჯელებენ მღვდელმთავრები. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
„არც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არ არის მზად. ვნახოთ, პატრიარქი გამოიტანს საკითხებს", - განაცხადა ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ, რომ წმიდა სინოდის სხდომა ბოლოს 2021 წლის 11 თებერვალს გაიმართა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი