USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 020 შემთხვევა დაფიქსირდა - ფინანსთა მინისტრი

სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 020 შემთხვევა დაფიქსირდა - ფინანსთა მინისტრი

2023-03-23 14:54:21

მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1020 საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 600-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისივე თქმით, აღნიშნული საქონელი, ძირითადად საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელს წარმოედგენდა, რადგან სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონელს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის საჭიროა სპეციალური ნებართვა, რომელიც თავდაცვის სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ გაიცემა.

„მსგავსი ნებართვის გაცემა საომარი მოქმედებების დაწყებიდან შეჩერებულია და შესაბამისად, არ გაცემულა არც ერთი ნებართვა. ნებისმიერ ქვეყანასთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის (მ.შ. იმპორტის, ექსპორტის) სტატისტიკის მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და სისტემატურად ქვეყნდება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. ეს ინფორმაცია სრულად ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და ცხადია, ყველა ჩვენი პარტნიორისთვის“, - განაცხადა ხუციშვილმა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები