`სასამართლოს განხილვამ აჩვენა, რომ არ არსებობსს მტკიცებულება, რომელიც ამას გაამყარებდა. პარლამენტმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პრეზიდენტმა რაიმე ქმედებით ხელი შეუშალა სტატუსის მინიჭების საკითხს", - ამის შესახებ პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა დღეს გამართულ სპაციელურ ბრიფინგზე განაცხადა.
"არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით... სასამართლომ ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა კონკრეტულ სადაო გარემოებებთან მიმართებით.
„ბუნებრივია, ჩვენ არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით დასკვნას. დასკვნა არის ტენდენციური, ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად, ერთი ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები, ისე, რომ რაიმე ცვლილებაც კი არ შეიტანა მათ მოსაზრებებში, ტერმინებში, მხოლოდ უბრალოდ შეავსო გარკვეული განმარტებებით და პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში, მთლიანად ყველასაკითხში მოაქცია 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტში.
საკონსტიტუციო სასამართლომ იმაზეც კი არ შეიწუხა თავი, რომ გარკვეული დიფერენცირება გაეკეთებინა, თუ რა შეიძლება გაეკეთებინა პრეზიდენტს 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის მიღმა და ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში მინიმალური ურთიერთობის განხორციელების შესაძლებლობა.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში.
საკონსტიტუციო სასამართლოდან მეტს მოველოდი, მქონდა რწმენა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დადგებოდა იმაზე უფრო მაღლა, ვიდრე პოლიტიკური მდგენელია ამ საქმეში და მიიღებდა სამართლიან გადაწყვეტილებას სწორედ კონსტიტუციის ნორმების სწორი განმარტების შედეგად და არა იმის შედეგად, რაც შემოგვთავაზა - მარტივი გზა, რომ ყველა საგარეო ურთიერთობის მიმართულებით პრეზიდენტის ყველა საქმიანობა, მათ შორის წერილები, სატელეფონო საუბრები და ა.შ. მოაქცია მთლიანად მთავრობის თანხმობის საჭიროების ქვეშ - რაც სრულიად წარმოუდგენელია, რომ სასამართლო საუბრობდეს იმ ენით, იმ მიზნებით, რაც ამოძრავებდათ კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს. ძალიან რთულია ჩემთვის ამის თქმა, რომ ფაქტია, რომ სასამართლოს შეეძლო მეტი სინათლე შეეტანა საქმეში,“ - ამბობს მაია კოპალეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.
იგივე თემაზე:
პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია - საკონსტიტუციო სასამართლო
დასკვნა ტენდენციურია, სასამართლო შევიდა პოლიტიკურ პროცესში - მაია კოპალეიშვილის შეფასება
რა წერია საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაში - პრეზიდენტის იმპიჩმენტი
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება