ოქტომბრის მდგომარეობით ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 549 757 ერთეული შეადგინა, რომლის 21%-ი VISA-ს საკრედიტო ბარათებზე მოდის, ხოლო თითქმის 19%-ი Mastercard-ზე.
სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ოქტომბრის ბოლოსთვის VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 117 280 ერთეულს შეადგენდა, ხოლო Mastercard-ის 103 531 ერთეულს.
ხოლო 328 946 ერთეული საკრედიტო ბარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა.
თუ VISA-სა და Mastercard-ის ბაზრის წილს საკრედიტო ბარათების მიმართულებით მიმოვიხილავთ სახეზეა, რომ 2024 წლის ოქტომბერში 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 16%-ითაა შემცირებული, ხოლო Mastercard-ის 42%-ითა გაზრდილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა თითქმის 1%-ითაა შემცირებული, ხოლო 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით კლება ასევე 2%-ია.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება