საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს.
მინდა მხოლოდ ის გაგახსენოთ რაც ასევე რაც ასევე ევროპარლამენტში, ბრიუსელში ვთქვი - ასეთ გადაწყვეტილება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას. რჩევას, რეკომენდაციას, თუ სხვა ტიპის მუქარას“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ 16 მაისს ცნო. მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.
უახლესი
11 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება