USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საგზაო უსაფრთხოების საკითხზე 5-წუთიანი ფილმების კონკურსი გამოცხადდა

საგზაო უსაფრთხოების საკითხზე 5-წუთიანი ფილმების კონკურსი გამოცხადდა

2023-04-04 14:06:34

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი, „ევროკავშირი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ პროექტის ბენეფიციარ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, დოკუმენტური, მხატვრული, ანიმაციური ან ჰიბრიდული ჟანრის 5-წუთიანი ფილმის გადასაღებად საგზაო უსაფრთხოების თემაზე კონკურსს ატარებს.

კონკურსის მიზანია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სოციალური შედეგების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

EU Twinning for Road Safety (https://www.facebook.com/profile.php?id=100080908182716) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის „გლობალური სტატუსის ანგარიშების“ თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში მაღალია - მძღოლები მართავენ არაფხიზელ მდგომარეობაში, აჭარბებენ დადგენილ სიჩქარეს, მანქანის მართვის დროს აგზავნიან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, მონაწილეობენ დრიფტის შეჯიბრებებში დასახლებულ პუნქტებში და სხვ.

ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადაა 22 მაისი. ჟიური, რომლის შემადგენლობაში პროფესიონალ რეჟისორებთან ერთად საგზაო უსაფრთხოების ექსპერტები და ევრო დელეგაციის წარმომადგენლები არიან, მეორე ეტაპზე გადასულ ფილმებს გამოავლენს.

ამავე დროს, მეორე ეტაპზე გადასული ფილმები გამოქვეყნდება სოციალური მედიის არხებზე. ინფორმაცია კონკურსის შესახებ გამოქვეყნებულია პროექტის გვერდზე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები