USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საბაგიროთი მთაწმინდიდან რუსთაველზე მოხვედრა ოთხ წუთში იქნება შესაძლებელი - თბილსის მერი

საბაგიროთი მთაწმინდიდან რუსთაველზე მოხვედრა ოთხ წუთში იქნება შესაძლებელი - თბილსის მერი

2023-03-22 21:09:27

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საბაგირო ერთ გზას ოთხ წუთში დაფარავს და საათში, დაახლოებით, 1 100 მგზავრს მოემსახურება.

„აღნიშნული პროექტის განხორციელება 2021 წელს დავიწყეთ. ვფიქრობ, ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იქნება ჩვენი ქალაქისთვის, როდესაც აღნიშნული პროექტი დასრულდება. რაც შეეხება მთაწმინდის ფერდს, მიმდინარეობს ახალი სადგურის მშენებლობის სამუშაოები.

გარკვეული სირთულეები იყო აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით - ტერიტორიიდან მოგვიწია რამდენიმე ოჯახის გასახლება იმისთვის, რომ სამუშაოები უსაფრთხოდ განხორციელებულიყო და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, არანაირი საფრთხე არ ყოფილიყო. მთაწმინდის პარკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით ჩამოსვლა და პირიქით, შესაძლებელი იქნება ოთხი წუთის განმავლობაში. საბაგირო ერთი საათის განმავლობაში, დაახლოებით, 1 100 მგზავრს მოემსახურება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამუშაოები 2023 წლის ბოლოს დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე  21 გონდოლა იმოძრავებს. გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4.07 წუთი, მარშრუტის სიგრძე კი - 845,55 მეტრი იქნება.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები