USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთის ავტომობილების ბაზარმა თებერვალში 62%-იანი ვარდნა განიცადა

რუსეთის ავტომობილების ბაზარმა თებერვალში 62%-იანი ვარდნა განიცადა

2023-03-07 09:37:57

სამგზავრო და მსუბუქი კომერციული მანქანების გაყიდვები რუსეთში 62,1%-ით შემცირდა და 2023 წლის თებერვალში 41,851 შეადგინა, რაც 68,590 ერთეულით ნაკლებია 2022 წლის თებერვალის მაჩვენებელზე. 

ამის შესახებ Forbes Russia - AEB Automobile Manufacturers Committee-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

ამავდროულად, რუსული ბრენდი Lada ბაზრის ლიდერი გახდა. მას მოსდევს ჩინური Haval-ი.. თებერვალში ამ მარკის 5324 ავტომობილი გაიყიდა, რაც 49%-ით მეტია ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე. მესამე ადგილზეა Geely-ი, 85%-იანი წლიური გაყიდვების ზრდით - კომპანიამ რუსეთის ბაზარზე 4 053 ავტომობილის გაყიდვა.

ხუთეულში ასევე შედიოდა კომერციული რუსული GAZ (2525 მანქანა, მინუს 31% 2022 წლის თებერვალთან შედარებით), კორეული Kia (1515 ერთეული; მინუს 90%), რუსული UAZ ბრენდის მანქანები (1525 ერთეული, მინუს 9%).

„ჩინური ბრენდები თებერვლის ბოლო კვირაში რუსეთში სამგზავრო მანქანების გაყიდვებით დაწინაურდნენ. 

20 თებერვლიდან 26 თებერვლამდე პერიოდში რუსებმა ჩინური მარკის 4 663 ახალი ავტომობილი შეიძინეს, რაც მთლიანი რაოდენობის 41,6%-ია. მეორე ადგილი რუსულმა მანქანებმა (4552 ერთეული) დაიკავა 40,7%-იანი წილით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები