მაროკოს ქალაქ ტანჟერში საავიაციო ფორუმ CONNECT 2023 დასასრულს უახლოვდება. ფორუმის მესამე დღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შეხვედრა გამართა იორდანიის სამეფო ავიახაზებთან (Royal Jordanian).
იორდანიიდან საქართველოში აქამდე, ჩარტერული ფრენები სრულდებოდა. შეხვედრაზე ავიაკომპანიამ ინტერესი გამოხატა რეგულარული პირდაპირი რეისების დაწყებით.
„ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა. იორდანიაში საქართველოს მეტი ცნობადობის გაზრდის შემთხვევაში, მგზავრთნაკადი და ტურისტული ნაკადები ამ ქვეყნიდან გაცილებით მეტი იქნება. ამ ეტაპზე, მათი რიცხვი 20 ათას აღწევს, რაც არ არის ცოტა მაჩვენებელი იორდანიისთვის. ტურისტული კამპანიების გააქტიურების შემდეგ, ველოდებით ტურისტული ნაკადების ზრდას“,- ’ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამდღიანი საავიაციო ფორუმის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შეხვედრები ავიაკომპანიებთან და აეროპორტებთან 25 მდე შეხვედრა გამართა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი