USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი თემატური პორტალების ადაპტირება მოახდინა საქსტატმა შშმ პირებზე

რომელი თემატური პორტალების ადაპტირება მოახდინა საქსტატმა შშმ პირებზე

2023-02-19 12:46:49

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, ხუთი თემატური ინტერაქტიული პორტალის - CPI კალკულატორი, პერსონალური ინფლაციის კალკულატორი, გადასახადების კალკულატორი, დემოგრაფიული პორტალი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) პორტალი ადაპტირება მოახდინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.

თემატურის პორტალების  შშმ პირებისთვის ადაპტირებული ვერსია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „მონაცემთა შეგროვების პროცესის გაუმჯობესება და ოფიციალური სტატისტიკის მიმართ ნდობის ამაღლება" ფარგლებში შეიქმნა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ინტერაქტიული პორტალების ადაპტირება უსინათლო  და მცირემხედველ  პირებზე. მას დაემატა როგორც კონტრასტის ცვლილების, შრიფტის გადიდებისა და დაპატარავების, ასევე ტექსტის გახმოვანების ფუნქცია ქართულ და ინგლისურ ენებზე. შშმ პირებზე ადაპტირებული პორტალები სრულად უზრუნველყოფს სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე მომხმარებლების თანაბარ წვდომას ინფორმაციაზე, გაზრდის მათ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს მათ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებაში.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის თქმით, ინტერაქტიული პორტალები  შშმ პირებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულად ჩართულობისა და მონაწილეობის სრულფასოვან შესაძლებლობას მისცემს. საქსტატმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გააფართოვა სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებელთა წრე, მონაცემთა გავრცელების თანამედროვე საშუალებების გამოყენებით და ინოვაციური სერვისების შეთავაზებით.

თუმცა, თემატური პორტალების ადაპტირება შშმ პირებზე და საზოგადოების ყველა წევრისთვის ინფორმაციაზე თანაბარი წვდომის უზრუნველოფა, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, განსაკუთრებით ციფრულ ეპოქაში. აღსანიშნავია, რომ ფუნქციონალით შშმ პირებზე ადაპტირებულ თემატურ ინტერაქტიულ პორტალებს ანალოგი არ მოეძებნება მსოფლიოს ქვეყნების სტატისტიკურ სამსახურებს შორის.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები