USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელ ობიექტებს შეამოწმებს სეს-ი სააღდგომოდ და რას ურჩევს მომხმარებელს

რომელ ობიექტებს შეამოწმებს სეს-ი სააღდგომოდ და რას ურჩევს მომხმარებელს

2023-04-05 12:45:21

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, უწყება კვერცხის ადგილობრივი წარმოებების, იმპორტიორების, საბითუმო, მსხვილი და მცირე სავაჭრო ობიექტების, აგრეთვე საკონდიტრო ნაწარმის საცხობების კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით გაააქტიურებს.

სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის ვასილ კვერნაძის თქმით, მოწმდება ძირითადად შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ვარგისიანობის ვადები, წარმოების პროცესი და ეტიკეტირების შესაბამისობა კანონმდებლობასთან.

„სურსათის უვნებლობის სააგენტო წინასააღდგომოდ გააძლიერებს პროდუქტის კონტროლს. მსგავს ღონისძიებებს სადღესასწაულო პერიოდებში ინტენსიურად მივმართავთ. განსაკუთრებით კვერცხის მწარმოებელი და საცალო გაყიდვების პუნქტები არის სააგენტოსთვის პრიორიტეტული მიმართულება, ასევე თევზეული, ხორცისა და რძის პროდუქტები.

ამასთან, მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ცხოველური წარმოშობის სურსათის არაორგანიზებულ საცალო ვაჭრობაში შეძენისგან თავი შეიკავონ, დააკვირდნენ კვერცხის ვარგისიანობის ვადას, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ეტიკეტირებული, შენახვის პირობებს და სხვა. მალფუჭებადი პროდუქტები აუცილებლად უნდა ინახებოდეს სპეციალური ტემპერატურული რეჟიმის და ჰიგიენური პირობების დაცვით.

ტემპერატურა მატულობს და ამ პირობების დაცვა უსაფრთხოების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია. ასეთი პროდუქტების შეძენისას მომხმარებელი აუცილებლად უნდა დააკვირდეს ეტიკეტზე დატანებულ ინფორმაციას და შესაბამისობა შეამოწმონ“, - ამბობს ვასილ კვერნაძე Business Insider Georgia-თან.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნებისმიერი შეუსაბამობის შემთხვევაში მომხმარებლებმა ისარგებლონ ცხელი ხაზის საშუალებით (15-01) და დააფიქსირონ შეუსაბამობის ფაქტი, რაზეც სააგენტოს წარმომადგენლები დროულ რეაგირებას მოახდენენ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები