USD 2.7468

EUR 2.9759

TRY 0.0801

GBP 3.564

RUB 0.028298

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია საპენსიო სააგენტოს პორტფელი - ანგარიში

როგორია საპენსიო სააგენტოს პორტფელი - ანგარიში

2023-04-04 14:30:05

საპენსიო სააგენტო 2023 წლის პირველი კვარტლის შედეგებს აქვეყნებს. Business Insider Georgia ანგარიშს უცვლელად გთავაზობთ. 

  • 2023 წლის მარტის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.2 მილიარდი ლარია;
  • საპენსიო აქტივებზე დარიცხული წმინდა ამონაგები 477 მილიონ ლარს აჭარბებს;
  • წმინდა უკუგება საინვესტიციო საქმიანობის დაწყებიდან დღემდე 42.57%-ს შეადგენს;
  • საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 383 ათასი ადამიანი დაფიქსირდა;
  • დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,273 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 8,712,552.41 ლარს შეადგენს.

„გრძელდება პორტფელის დივერსიფიკაცია და 22 მარტის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელი შემდეგნაირად გამოიყურება:

სააგენტომ ამ პერიოდში ინვესტირება განახორციელა თიბისი ლიზინგის 3-წლიან ვადიანობის კორპორაციულ ობლიგაციებში 7.96 მილიონი ლარის ოდენობით. ობლიგაციის კუპონის განაკვეთი 3-თვიან TIBR + 3.00% შეადგენს (ყიდვის მომენტში 14.15%).

აღსანიშნავია, რომ მოცემულ ემისიაში ინვესტიცია რიგით მე-2 ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში ინვესტირებაა.

ამავდროულად, საპენსიო სააგენტო განაგრძობს აქტივების გლობალურ დივერსიფიკაციას და პირველი კვარტლის განმავლობაში განვითარებული ეკონომიკების ინდექსის ფონდთან ერთად შეიძინა დამატებითი გლობალური ინდექსების ფონდები. შედეგად, გლობალურ აქციებში ინვესტირების წილმა საპენსიო აქტივების 10%-ს გადააჭარბა და მომავალშიც ზრდა იგეგმება“, - ნათქვამია საპენსიო სააგენტოს კვარტალურ ანგარიშში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები