„იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა რამდენიმე მიმდინარე თემა მიმოიხილა, მათ შორის იყო ინფლაციაც. როგორც აბაშიშვილმა განაცხადა, გრძელვადიან პერსპექტივაში მიზნობრივი ინფლაცია 3%-ზეა განსაზღვრული.
„დღეს ბიზნეს Business Insider Georgia-ს მიმოხილვა შეეხება რამდენიმე საკითხს. ინფლაცია, ფასები კვლავ აქტუალური საკითხია გამომდინარე ფაქტორთა ერთობლიობიდან, თუ რა განსაზღვრავს ინფლაციის მაჩვენებელს, რა ვითარება იქნება ქვეყანაში.
როდესაც ინფლაციაზე ვსაუბრობთ ვერ გავექცევით საუბარს ასევე აქტუალურ თემაზე ლარის კურსსა და ბიზნეს აქტივობაზე, რომელიც დაკავშირებულია რეფინანსირების განაკვეთის შემცირებასთან. ბოლო პერიოდის განმავლობაში სებ-ის მხრიდან ჩვენ ვხედავდით რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას, მონეტარული პოლიტიკის შერბილებას.
თუ ვისაუბრებთ ინფლაციის მაჩვენებლებზე, რომელიც გვაქვს მაისის მდგომარეობით, 2024 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0 პროცენტი შეადგინა.
არსებულ ინფლაციაში ყველაზე მეტად ჭარბობს იმპორტირებული ინფლაციის მაჩვენებელი, საუბარია 3,8%-ზე. ხოლო ადგილობრივი ინფლაციის მაჩვენებელი 2,5%-ია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმპორტირებულ ინფლაციაზე, რამდენადაც მეტადაც ვართ დამოკიდებული ინფლაციაზე იმდენად უფრო სარისკოა იმპორტირებული ინფლაცია. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე საწვავის ფასები, რომელიც მთლიანად ჩვენი კონტროლის ქვეშ არ არის.
მიზნობრივი ინფლაცია არის ის მაჩვენებელი, რომელსაც განსაზღვრავს სებ-ი. ამ მხრივ გვაქვს საკმაოდ გრძელვადიანი პროგნოზი. ჯამში მიზნობრივი ინფლაცია 3%-ზეა განსაზღვრული. გარკვეული გადახრა მოსალოდნელია 2024 წლის ბოლოსკენ, უფრო 2025 წლის პირველ კვარტალში. თუმცა, ჯამში ითვლება, რომ ჩვენ არ გაქვს რისკი მიზნობრივი ინფლაციიდან მნიშვნელოვანი გადახრის.
როდესაც ჩვენ მიზნობრივ ინფლაციაზე ვსაუბრობთ აუცილებლად უნდა ვახსენოთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების ტენდენცია მთელი ამ წლების განმავლობაში გრძელდება სებ-ის მიერ. ანუ რასთან დაკავშირებითაა მნიშვნელოვანი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი: უმრავლესობას ჩვენგანს სესხები აქვს ლარში. შესაბამისად საუბარია იმაზე, რომ როდესაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მცირდება მცირდება საპროცენტო განაკვეთები ლარში სესხებზე მაგრამ კიდევ უფრო გენერალურად რომ შევხედოთ სიტუაციას, ვითარება გვაქვს შემდეგი: მათ შორის ბიზნესისთვისაც იაფდება ლარში სესხების საპროცენტო განაკვეთი. თუმცა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას თან ახლავს გარკვეული რისკი და პოტენციური წნეხი შეიძლება ჰქონდეს ინფლაციაზე და კურსზე, ვინაიდან იზრდება ეკონომიკაზე ლარის მიწოდების მაჩვენებელი.
დავაკვირდეთ სესხების მაჩვენებელს, რომლის სტატისტიკაც აპრილის ჩათვლით გაქვს და სადაც მთიანი სესხების ზრდის მაჩვენებელი 18.4%-ია, რომელშიც ბიზნეს სესხების წილი განსაკუთრებით მაღალია, 10,9%-ი, იპოთეკა 2,2%-ის დონეზეა, ხოლო სამომხმარებლო სესხები 5,1%-ია. თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, ყველა ტიპის სესხის მაჩვენებლები არის გაზრდილი. როდესაც სამომხმარებლო სესხებზე ვსაუბრობთ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც რეფინანსირების განაკვეთი მცირდება ის იწვევს სტიმულს, რომ ლარში სესხების მაჩვენებელი გაიზარდოს.
თუ დავაკვირდებით დოლარიზაციის მაჩვენებელს (კურსის ეფექტის გამოკლებით), ყოველთვის არის საუბრები კურსთან დაკავშირებით და კურსი უპირატესად გავლენას ახდენს მაშინ, როდესაც მარტივად რომ ვთქვათ მეტს ვფიქრობთ დოლარში, შესაბამისად გადაწყვეტილებებსაც ვიღებთ დოლარში. რამდენად ვართ დამოკიდებული დოლარზე სესხების ნაწილში? როდესაც ჩვენ დოლარში გაქვს სესხი ცხადია ძვირდება სესხი კურსის მერყეობასთან დაკავშირებით. თუ კურსის ეფექტის გამორიცხვით დავაკვირდებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი ქვეყანაში კლებულობს.
ბიზნეს სექტორის ბრუნვა და პროდუქციის გამოშვების მოცულობა მნიშვნელოვან წილადაა გაზრდილი 2024 წლის პირველი კვარტლის აქტივობა.
პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი საწარმოთა ზომის მიხედვით 2024 წლის პირველ კვარტალში მცირე და საშუალო ბიზნესის გამოშვების მაჩვენებელ საკმაოდაა გაზრდილი. თუ ადრე ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი იყო დაახლოებით 20%-ი,დღეს მისი წილი უკვე 50%-ის აღემატება“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება