„იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს მთავარი თემა დღეს ლარის კურსი და ინფლაცია იყო. რუბრიკის წამყვანმა გიორგი აბაშიშვილმა ბოლო პერიოდში ლარის კურსის გაუფასურებაზეც ისაუბრა, რომელიც ფუნდამენტური ფაქტორებიდან არ გამომდინარეობდა და დღეისათვის უკვე დაუბრუნდა წონასწორულ მაჩვენებელს. რასაც თავად გიორგი აბაშიშვილი კურსის მერყეობის დაწყებისთანავე პროგნოზირებდა.
„ჩვენი ანალიტიკური ნაწილი შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს და ინფლაციას. როდესაც რაიმე პროგნოზს ვაკეთებ, განსაკუთრებით ეკონომიკურ ნაწილში ის პირდაპირ ემყარება გარკვეული ტიპს გათვლებს.
მოდით შევხედოთ ლარის კურსის მაჩვენებელს, როდესაც ვსაუბრობდით იმაზე, რომ ლარის კურსთან დაკავშირებული მერყეობა არაფუნდამენტური ფაქტორებით იყო გამოწვეული. შესაბამისად, კურსის ვარდნა, რომელიც მაისის მეორე ნახევარში, ივნისის განმავლობაში დაფიქსირდა, იყო ბაზრის აჟიოტაჟური ქცევიდან გამომდინარე.
არსებული დიაგრამების მიხედვით, წონასწორობიდან გადახრა მაისი შუა რიცხვებიდან იწყება და ბოლო ვაჭრობის შედეგად უკვე ვხედავთ, რომ ლარის წონასწორობის მაჩვენებელს დაუბრუნდა.
როგორ დაუბუნდა ლარის წონასწორულ მაჩვენებელს? კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტორთა ერთობლიობაზე, რასაც ლარის კურსზე შესაძლოა გავლენა მოეხდინა ეს იყო ფუნდამენტური ფაქტორები.
ბუნებრივია, როდესაც ფუნდამენტური ფაქტორები არ იცვლებოდა შესყიდვების აჟიოტაჟური ნაწილი აუცილებლად გადაინაცვლებდა მის ბუნებრივ მდგომარეობაში.
აჟიოტაჟის პერიოდში არის პანიკური შესყიდვები და ასეთ დროს ძირითადად ფიზიკური პირები ზარალდებიან ხოლმე. სწორედ ამიტომ ყველა ვინც პროვოცირებს კურსთან დაკავშირებულ მოვლენებზე, ძირითად ნაწილში, სამწუხაროდ აზარალებს ფიზიკურ პირებს. როგორც წესი, მსხვილ კომპანიებზე მსგავსი ტიპის მერყეობა გავლენას ახდენს, მაგრამ არა ისე, როგორც ფიზიკურ პირებზე.
ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფომ დახარჯა რეზერვები და აქედან გამომდინარე არის გამყარება. დავაკვირდეთ რეზერვების დინამიკას, სახეზეა, რომ რეზერვები გარკვეული მერყეობით ყოველთვის გამოირჩეოდა. ბოლო პერიოდში რეზერვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო დაფიქსირებული, მაგრამ ის, რომ რეზერვები სულ ერთ მაჩვენებელზე არ არის და რომ რეზერვი მაინცადამაინც ერთი მაჩვენებელზე უნდა იყოს და არ უნდა ხდებოდეს მისი გამოიყენება არ არის აქსიომა.
სებ-ს რეზერვები აქვს იმ ბერკეტად, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში რთავს, მათ შორის კურსის გამყარებასთან მიმართებით. რეზერვების მაჩვენებელი დღესაც საკმაოდ მაღალია და ეს ტენდენცია იყო წინა ელსაც. რეზერვების შესყიდვას სებ-ი დარწმუნებული ვარ განაგრძობს ისე, რომ პირიქით, ზეწოლა არ მოახდინოს ლარის კურსზე“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.
მისი თქმით, სპეკულაციების ნაწილი იყო ასევე ინფლაციასთან დაკავშირებული პროცესი.
„მოდით შევხედოთ გასული თვის მაჩვენებელს, კურსი დაფიქსირებული იყო როგორც მაღალ მაჩვენებელზე და ამ შემთხვევაში სპეკულაცია იყო იმაზე, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევდა სპეკულაციას. ვხედავთ ვითარებას, რომ ინფლაცია გასულ თვესთან შედარებით -0,5%-ი გვაქვს. რა ნაწილში შემცირდა ფასები, ვხედავთ რომ საუბარია სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, გამორჩეული ზრდა ალკოჰოლურ სასმელებთან დაკავშირებით დაფიქსირდა. ნაკლები ალკოჰოლი და თამბაქო ჯანსაღი ცხოვრების ნაწილია.
ყველაზე მეტად ინფლაციაზე იმპორტირებული პროდუქციის მაჩვენებელი მოქმედებს, მათ შორის ბუნებრივია, აქ არის საწვავი. საწვავის ფასებს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. ანუ ინფლაციის ეს ნაწილი არის ყველაზე მეტად მაღალი. შედარებით დაბალია ადგილობრივი წარმოებული პროდუქციასთან მიმართებით. კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას, რომ რამდენადაც ჩვენ შევძლებთ, რომ მეტი ადგილობრივად წარმოებული პროდუქცია გვქონდეს, მით ნაკლები იქნება ზეწოლა ინფლაციაზე,
დავაკვირდეთ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან არსებულ ინფლაციის მაჩვენებლებს: თურქეთი - 75,4%, რუსეთი - 8,3%, ბელორუსი - 5,9%, უკრაინა - 3,3%, აშშ - 3,3%, ევროზონა - 2,6%.
საქართველოში ინფლაციის პროგნოზთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ სებ-ი ადგენს და განსაზღვრავს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც 3%-ის ფარგლებშია“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა