ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია დასაქმებისა და განათლების კორელაციაზე. კერძოდ, ბიზნესი ხშირ შემთხვევაში განიცდის კადრების დეფიციტს, გამომდინარე იქიდან რომ არ აქვს შესაბამისი პროფესიული შევსება, - ამის შესახებ „იმედის დილის“ ეთერში რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ერთის მხრივ ქვეყნის გამოწვევა არის უმუშევრობა, მეორე მხრივ სხვადასხვა კვლევებში, მათ შორის BAG-ის (ბიზნესასოციაცია) კვლევაში ბიზნესი მუდმივად საუბრობს კვალიფიციური კადრების დეფიციტზე.
„ერთ-ერთ გამოსავლად სახელდება პროფესიული განათლების ხელშეწყობა და უნდა აღინიშნოს, რომ ამ კუთხით გამორჩეული ლიდერია „თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც რეგიონში ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად მონაწილეობს.
არაერთი საერთაშორისო ტრენინგის განმახორციელებელია „თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ზოგადად პროფესიული განათლების კუთხით სწავლება შეეხება ხოლმე როგორც „თეგეტა ჰოლდინგის“, ისე პარტნიორი კომპანიების კადრებსაც კი.
2024 წლის პირველ კვარტალში 15 საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა „თეგეტა ჰოლდინგმა“ და 150-მდე მონაწილე იყო ჩართული ამ პროცესში. გასულ წელს საერთაშორისო ტრენინგების მაჩვენებელმა 50-ს გადააჭარბა“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
თუ როგორ ახერხებს კომპანია კადრების დეფიციტის დაძლევას ამ საკითხზე „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა „თეგეტა აკადემიის“ დირექტორთან ოთარ სიხარულიძესთან ისაუბრა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება