საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ59-კმ73 მონაკვეთზე, გუფთა-ონის საავტომობილო გზის კმ44-კმ64,2 მონაკვეთსა და წესი-ურავის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, დიდთოვლობის გამო, აკრძალულია .
ამასთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზასა და ჭრებალო-ნიკორწმინდას საავტომობილო გზაზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ1-კმ38 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი