USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ გააძვირეს ბანკებმა ფიზიკური პირების გადარიცხვებზე საკომისიო - ალექსანდრე ძნელაძე

რატომ გააძვირეს ბანკებმა ფიზიკური პირების გადარიცხვებზე საკომისიო - ალექსანდრე ძნელაძე

2023-03-31 18:00:49

კომერციულმა ბანკებმა მომსახურების ტარიფების ცვლილება დააანონსეს. მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან ფიზიკური პირებისთვის, მათ შორის, არასრულწლოვანებისთვის, გადარიცხვებზე საკომისიო გაძვირდება.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, ცვლილება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რის საფუძველზეც, 2023 წლის 1-ელი თებერვლიდან ბანკთაშორის და საბიუჯეტო გადარიცხვებზე მომსახურების საკომისიოს ზედა ზღვარი დაუწესდა.

„ბანკების გადაწყვეტილება გამოწვეული იყო ეროვნული ბანკის მხრიდან მაქსიმალური ზღვრების დაწესების გამო, რის შემდეგაც გადარიცხვების საკომისიოები დაკორექტირდა. კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტულ ტრანზაქციაზე დაკორექტირდება შეიძლება იწვევდეს გაძვირებას, მაგრამ უფრო მიმართულია ფიქსირებულ საკომისიოებზე გადასვლაზე და მაქსიმალური ზღვრების დაწესებაზე. ცვლილების შესახებ ჯერჯერობით რამდენიმე ბანკმა განაცხადა, თუმცა მთელ სექტორზე გავრცელდება, ვინაიდან ყველა ბანკისთვის შემოვიდა რეგულაცია და ადრე თუ გვიან, გადარიცხვებზე ტარიფების კორექტირება მოუწევთ", - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე Business Insider Georgia-თან.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, უწყებაში განმარტავენ, რომ ცვლილების მიზანია, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა, რაც გულისხმობს ხარჯზე დაფუძნებული ტარიფების მიდგომის შემოღებას, კონკურენციის ხელშეწყობასა და ბანკთაშორისი გადარიცხვების ბარიერების შემსუბუქებას.

ცვლილება ამ ეტაპზე არ შეეხება კომუნალური გადასახადების მომსახურების საკომისიოს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები