კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიები თვიურ ჭრილში 26%-იან ზრდას, ხოლო წლიურ ჭრილში 8%-იან ზრდას აჩვენებს.
როგორც სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2024 წლის ოქტომბერში კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა იყო 2 908, ხოლო სექტემბერში - 2 306. 2023 წლის ოქტომბრის სტატისტიკით კი კომერციულ ბანკების მიმართ მომხმარებლებმა 2 685 პრეტენზია დააფიქსირეს.
ირკვევა, რომ ოქტომბერში კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების 42%-ი სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებული პრეტენზიებია. სულ ოქტომბერში ამ მიმართულებით 1217 საჩივარი დაიწერა. მეორე ადგილზეა მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათებთან დაკავშირებული საჩივრები, მათმა რაოდენობამ ოქტომბერში 1172 საჩივარი შეადგინა. შემდეგ მოდის საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული საჩივარი, რომელიც სექტემბერში სულ 77 ერთეული დაიწერა. ინტერნეტბანკთან დაკავშირებულ გაუგებრობას ოქტომბერში მომხმარებელთა მხრიდან დაწერილი 56 საჩივარი მოჰყვა.
თუ გავაანალიზებთ საჩივრებს პრეტენზიის ხასიათის მიხედვით, უპირობო ლიდერი ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიებია, რომელზედაც ოქტომბერში 1189 საჩივარია დაწერილი.
ოქტომბერში კომერციულ ბანკებთან მიმართებაში დაფიქსირებული 2 908 საჩივრიდან 1 070 საჩივრის განხილვა დასრულებულია, რადგანაც კომერციულმა ბანკებმა პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. განხილვა დასრულებულია, კომერციულმა ბანკებმა პრეტენზია საფუძვლიანად მიიჩნიეს 1 346 საჩივრის შემთხვევაში, ხოლო 490 საჩივარზე კომერციული ბანკების მიერ პრეტენზიის განხილვა არ დასრულებულა
2 საჩივარზე კი განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება