„ქართუ ფონდის“ მიერ საქართველოს ნაკრების პოტენციური საპრიზო ფონდი არის „უეფას“ მიერ მონაწილეობისთვის გამოყოფილი თანხის გარდა, ევროპის 24 ნაკრებისთვის გამოყოფილი საპრიზო ფონდის თითქმის 50% , - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
აბაშიშვილის თქმით, „უეფას“ მხრიდან გამოყოფილი საპრიზო ფონდი 331 მლნ ევროს შეადგენს,
„331 მლნ ევრო ეს არის თანხა, რომელიც „უეფამ“ ყველა ნაკრებისთვის განსაზღვრა. პირველი ეს არის მონაწილეობისთვის თანხა, საუბარია 9 მლნ-ზე მეტ ევროზე, რომელიც მიიღო აბსოლუტურად ყველა ნაკრებმა. ანუ ეს თანხა რაღა თქმა უნდა საქართველომაც მიიღო, მაგრამ შემდგომ იწყება მთავარი, რაღა თქმა უნდა სპორტული ინტერესი, ყოველი შემდგომი მოგება ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც ხვალიდან იწყება იქნება 1 მლნ ევროს ტოლფასი.
ყოველი ფრე კი 500 ათას ევროს უდრის. შემდგომ პერიოდში ჩვენ გვინდა მაქსიმალური წინსვლა და 1/16 რაუნდი + 1,5 მლნ ევრო, მეოთხედფინალი + 2,5 მლნ ევრო, ნახევარფინალი 4 მლნ ევრო, მეორე ადგილი + 5 მლნ ევრო და ევროპის ჩემპიონი + 8 მლნ ევრო.
მაქსიმალური თანხა, რომელიც შეიძლება ევროპის ჩემპიონმა მიიღოს, გარდა მონაწილეობის თანხისა არის ჯამში 19 მლნ ევრო, ოღონდ ამ შემთხვევაში ევროპის ჩემპიონმა ყველა თამაში უნდა მოიგოს, რომ ამ მაქსიმალურ თანხაზე გავიდეს.
რაც შეეხება „ქართუ ფონდის“ მიერ საქართველოს ნაკრების დასაჯილდოებლად გამოყოფილ თანხებს, თუ საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპს დაძლევს, ამ შემთხვევაში ნაკრები მიიღებს 30 მლნ ლარს. მათ შორის ერთი საინტერესო შედარება, ამ შემთხვევაში, რეალურად 30 მლნ ლარი უდრის, ევროპის ჩემპიონატში მონაწილე რომელიმე გუნდი რომ გავიდეს ნახევარფინალში. ანუ „უეფასგან“, ნახევარფინალში გასული გუნდი დაახლოებით 30 მლნ ლარს მიიღებს. საქართველოს ნაკრები კი მხოლოდ ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემთხვევაში მიიღებს ამ თანხას.
უფრო მეტიც, თუ საქართველოს ნაკრები დაძლევს ჯგუფურ ეტაპს და პლუს ერთ თამაშს მოიგებს მაშინ ნაკრები ჯამში 60 მლნ ლარს მიიღებს. 60 მლნ კი უფრო მეტია ვიდრე ევროპის ჩემპიონის ან ვიცე-ჩემპიონის მიერ მიღებული თანხა. ანუ ამ ორი მოქმედებით საქართველოს ნაკრები მიიღებს უფრო მეტს ვიდრე ევროპის ჩემპიონი ან ვიცე-ჩემპიონი. ის რაც „უეფამ“ გამოყო 24 ნაკრების საპრიზო ფონდისთვის „ქართუ ფონდმა“ ამ თანხის 50%-ი მხოლოდ საქართველოს ნაკრებისთვის გამოყო.
ხვალ საქართველოს ნაკრები თურქეთის ეროვნულ ნაკრებს ხვდება და შევხედოთ რამდენიმე ფაქტს:
ერთი ასეთი ფაქტია, თურქეთის ნაკრების განაცხადში 3 ცენტრალური ფორვარდია, მათი საერთო ღირებულება კი 17,5 მლნ ევროა. ჩვენ კარში კი გიორგი მამარდაშვილი დგას, რომელიც მათ 3 ცენტრალურ ფორვარდზე მეტი ღირს - 35 მლნ ევრო. თურქეთის ნაკრების მეკარისა და 4 ყველაზე ძვირადღირებული მცველის ფასი 66 მლნ ევროა. მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 80 მლნ ევროა.
რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვილი სანიოლის სიტყვები, რომ ჩვენ ჩვენს სიტყვას ნამდვილად ვიტყვით აქ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოც როგორც არასოდეს იქნება ერთიანი. კიდევ არის დრო, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ჩვენი ბიჭებისთვის, ყველაფერი გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა ვისაც ეს შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ საქართველოს წარმატებაში, „მე ვარ საქართველო“, საქართველო ყველაფერი გამოვა“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება