USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა შემთხვევაში შეარბილებს სებ-ი მონეტარულ პოლიტიკას - არჩილ მესტვირიშვილი

რა შემთხვევაში შეარბილებს სებ-ი მონეტარულ პოლიტიკას - არჩილ მესტვირიშვილი

2023-03-29 22:13:45

როგორც მოსალოდნელი იყო და პროგნოზირებული, ინფლაციას გააჩნია მკვეთრად გამოხატული შემცირების ტენდენცია, მოსალოდნელია, რომ ეს შემდეგ თვეებშიც გაგრძელდება და წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მიზნობრივზე ქვევით იქნება, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა ჟურნალისტებთან მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.

არჩილ მესტვირიშვილის თქმით, ინფლაციის შემცირების ტენდენციას ხელს უწყობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ფისკალური კონსოლიდაცია და საგარეო ფაქტორები. 

„რომ შევხედოთ შემცირების დინამიკას, შემცირებაში გადამწყვეტია საგარეო ფაქტორები, ხოლო ადგილობრივი ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალი რჩება. წინა პერიოდში როდესაც გვქონდა მაღალი ინფლაცია, იზრდებოდა საგარეო ფაქტორების შედეგად და შემდეგ ამას მიჰყვა ადგილობრივი ინფლაცია.  ამიტომ ჩვენ ახლა ველოდებით, რომ საგარეო ფაქტორების მილევასთან ერთად, ადგილობრივი ინფლაციაც დაიწყებს შემცირებას, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დავიწყოთ. ეგზოგენური ფაქტორების წილი ფაქტობრივად აღარ არის.

ადგილობრივი პროდუქციის ინფლაციაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას. ეს არის ადრე არსებული მაღალი ინფლაცია და გარკვეული მარაგები. ასევე მნიშვნელოვანია შევხედოთ თუ რა ხდება შრომის ბაზარზე, ხელფასების ზრდა უფრო მაღალია ვიდრე პროდუქტიულობის ზრდა. შესაბამისად, ეს აძვირებს ადგილობრივ წარმოებას. ჩვენი მოლოდინია, რომ პროდუქტიულობის ზრდა დაჩქარდება, რისკები შემცირდება და ეს ფაქტორი, რომელიც ჩვენი აზრით არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ინფლაციისთვის ნელ-ნელა მიილევა. ეს კი მოგვცემს საშუალებას იმისთვის, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა დავიწყოთ“, - განმარტავს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

რაც შეეხება ინფლაციაზე მიგრანტების გავლენას, არჩილ მესტვირიშვილი ამბობს, რომ თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდება, მაშინ სებ-ს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების შესაძლებლობა მიეცემა. 

„რაც შეეხება მიგრანტების გავლენას, ორი მიმართულებითაა: ერთი, მოთხოვნის ზრდის კუთხით, რასაც გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით ვპასუხობთ და ეს გაზრდილი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ადგილობრივი პროდუქციის ფასებშიც აისახება. მეორე ფაქტორია უძრავი ქონების ფასები, რომელიც საკმაოდ მტკივნეულია, სტუდენტებისთვის, ბიზნესისთვის, მისი გავლენა ინფლაციაში ნელ-ნელა მცირდება, რადგან უძრავი ქონების ფასების ზრდას ისეთი სწრაფი ტემპი აღარ აქვს“,- განაცხადა მესტვირიშვილმა. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები