მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია 2023-2026-ის ფარგლებში, საგარეო სესხების განვითარებაზე ორიენტირებულობის ზრდის უზრუნველსაყოფად საინვესტიციო სესხების აღების პრინციპები წინასწარ არის განსაზღვრული. ეს პრინციპებია: დიდიდა კომპლექსური პროექტები, შეფასების PIM მეთოდოლოგია და სახელმწიფო საწარმოს რეფორმა,რომლის შემთხვევაშიც გადასესხება ხდება მხოლოდ იმ დროს თუ საწარმო ნერგავს კორპორატიული მმართველობის პრაქტიკას. ამავდროულად, სრულად კორპორატიზებულ საწარმოებზე არ მოხდება გადასესხება.
რაც შეეხება პროგრამული სესხების აღების პრინციპებს, ამ დროს აუცილებელია ორი კომპონენტისგათვალისწინება: აუცილებელია მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციული რეფორმები და ამასთან 2022 წლიდან პროგრამულ სესხების წლიური წლიური ლიმიტი არ უნდა აღემატებოდეს 250 მლნ აშშ დოლარის ოდენობას.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი