ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები ემსახურება ერთ მთავარ მიზანს, რომ პაციენტისთვის ხელმისაწვდომი იყოს რაც შეიძლება მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისები, - ამბობს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, რომელიც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში პაციენტს უფრთხილდებიან და რომ მნიშვნელოვანია ეფექტიანი იყოს თითოეული პაციენტის მკურნალობა და რაც შეიძლება მეტად ხარისხიანი და ხელმისაწვდომი.
„ზოგად ცვლილებებს თუ განვიხილავთ, ეს მაინც უნდა დავუკავშიროთ პოლიტიკურ ცვლილებებს, რასაც 2012 წელს ჰქონდა ადგილი და რომლის შემდეგაც სახელმწიფომ სრულიად სხვა მიმართულება აირჩია, როდესაც თქვა, რომ სოციალური სახელმწიფოს იდეა, რაც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაშია დაბეტონებული და ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოს მოწყობისა, ამაზე რეალურად ორიენტირებული გახდა სახელმწიფო. სახელმწიფოს 2012 წლამდე მართავდა ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც თვლიდნენ, რომ მაგალითად ონკოლოგიურ პაციენტებზე ფულის დახარჯვა ეს შავ ხვრელში ჩაყრილი ფულია. რა თქმა უნდა 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ სრულიად შეიცვალა დამოკიდებულება.
არ იფიქროთ, რომ ეს პოლიტიკური დივიდენდისთვის ნათქვამი განცხადებაა, ეს რეალობაა. რეალობაა, რომელიც აუცილებლად საჭიროებს სწორად შეფასებას. არის ხალხი, რომლებიც თვლიან რომ შეიძლება ჯანდაცვა სახელმწიფოს პრიორიტეტი შეიძლება არ იყოს, ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. ვფიქრობთ, 2012 წლიდან მოყოლებული მუდმივად მზარდია და ამის მაჩვენებელი არაერთი ტენდენცია შეგვიძლია გამოვკვეთოთ, რომელიც ზუსტად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში რეალურად პაციენტს უფრთხილდებიან. ეს არის მთავარი მიდგომა და მთავარი მიღწევაც. თუმცა თავისთავად მიდგომის არსებობა საკმარისი არ არის. ამ მიდგომამ უნდა გაამართლოს და შესაძლებლობა შექმნას, რომ რაც შეიძლება ეფექტიანი იყოს თითოეული პაციენტის მკურნალობა, რაც შეიძლება მეტად ხარისხიანი, რაც შეიძლება მეტად ხელმისაწვდომი და ასე შემდეგ.
მთავარი სიახლე გახლავთ ის, რომ პაციენტის ინტერესი და პაციენტის უფლება მოექცა ამ პირამიდის ყველაზე მაღალ პოზიციაზე. ეს არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და ამის გამოხატულებაა შემდგომში დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ნებისმიერი სხვა პროგრამა, რომელიც ამ თვალსაზრისით საქართველოში დაინერგა. ბოლო დროინდელი, როგორც ძველი ქართველები იტყოდნენ „ჰაილაითები“ გახლავთ „დიარჯის“ დანერგვა, ან ჰოსპიტალურ სექტორში ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. უკავშირდება ეს რა თქმა უნდა შედარებით აქტიურ ადმინისტრირებას, იმავდროულად საერთაშორისო სერტიფიკაციას და ასე შემდეგ. ყველა ეს საკითხი ემსახურება ერთ მთავარ მიზანს, რომ პაციენტისთვის ხელმისაწვდომი იყოს რაც შეიძლება მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისები“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება