რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საანგარიშო პერიოდში გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ ორ შემთხვევაში 26 000.0 ათასი ლარი შეადგინა.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, მარტის დასაწყისისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან გაწეულმა საკასო ხარჯმა სულ 19 880.7 ათასი ლარი შეადგინა.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში 2023 წლის 1 მარტისთვის აუთვისებელი თანხების მოცულობამ შეადგინა სულ 6 119.3 ათასი ლარი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის 2023 წლის ბიუჯეტი 400 მლნ ლარს შეადგენს.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი