USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა იდეის გარშემო გაერთიანდა საგანმანათლებლო პლატფორმა Cognify

რა იდეის გარშემო გაერთიანდა საგანმანათლებლო პლატფორმა Cognify

2023-03-29 11:28:20

 

„Cognify -ს დამფუძნებლები გავერთიანდით ერთი იდეის გარშემო. ჩვენ ყველას მთელი არსებით გვჯერა რომ განათლება არის ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი გარანტი ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და ჩვენი ნათელი მომავლისთვის“, - ამბობს Business Insider Georgia-თან საგანმანათლებლო პლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელი სალომე მიმინოშვილი.

მისივე თქმით, Cognify არის განათლების პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში მსოფლიოს წამყვანი პროფესორები, სხვადასხვა დარგის პროფესიონალები/ექსპერტები თუ კონსულტანტები ჩამოვლენ, რათა ქართული აუდიტორიისთვის მასტერკლასები, სემინარები, ტრენინგები გამართონ თუ სხვადასხვა სახის კურსებს გაუძღვნენ. 

„Cognify-ს მიზანს გავყოფდი 2 ნაწილად - ერთის მხრივ ეს არის მსოფლიო დონის პროფესიონალების ჩამოყვანა საქართველოში და ამით ქართული აუდიტორიისთვის მათ გამოცდილებასა და ცოდნაზე წვდომის საშუალება. და მეორეს მხრივ, რაც კიდევ უფრო საპასუხისმგებლოა ჩვენთვის არის ის, რომ მათ დავხვდეთ ხარისხიანად. ვგულისხმობ როგორც გარემოს ასევე მომზადებულ აუდიტორიას სწორი ღირებულებებით, რომ მათ მაქსიმალურად შეიგრძნონ ქართული მუხტი, რაც გვინდა რომ გაყვეთ დიდხანს და როცა სამშობლოში დაბრუნდებიან რაც შეიძლება ბევრს გაუზიარონ თავიანთი ემოციები საქართველოზე და ქართველებზე. თუნდაც მოუწოდონ, რომ აუცილებლად ჩამოვიდნენ საქართველოში ან საქმიანი ვიზიტით ან ტურისტული მიზნით მაინც.

საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ბევრი მიმართულებით და განვითარების ისეთ ეტაპზეა, რომ არ არის საჭირო ახალი ველოსიპედის გამოგონება. დღეს საჭიროა უკვე გამართლებული, გამოცდილი - წარმატებულად ნაცადი ცოდნის, გამოცდილებებისა თუ მიდგომების გაზიარება და განხორციელება“, - ამბობს სალომე მიმინოშვილი.

მისივე თქმით, Cognify-ს პროექტის ფარგლებში პირველი პროფესორი, კონსულტანტი და დიპლომატი ვინც საქართველოში, კერძოდ თბილისში ჩამოვა - არის Guido Gianasso Ph.D. წარმოშობით შვეიცარიელ-იტალიელი - ლიდერობის და კულტურული ინტელექტის ექსპერტი, რუმინეთის საპატიო კონსული ჟენევაში, ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ყოფილი დეკანი სინგაპურში, არაერთი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიის კონსულტანტი. რომელსაც მენეჯმენტში 38 წლიანი გამოცდილება აქვს, ასევე სწავლებისა და საკონსულტაციო მიმართულებით.

პროფესორი ასევე არის LinkedIn Influencer-ი, მის პოსტებს ლიდერშიფზე აქვს 9M მეტი ნახვა.

პროფესორი 2 ღონისძიებას გამართავს. კერძოდ, 24-27 აპრილს დაგეგმილია ლიდერობის 4 დღიანი ინტენსიურ კურსი - Leading with Impact. რომელიც GITA-ში - ტექნოპარკში გაიმართება. აუდიტორიას რაოდენობა განისაზღვრება 30 ადამიანით და კურსი გათვლილია საშუალო, მაღალი და ტოპ მენეჯერებისთვის.

„ჩვენ ვიცით რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიოში ერთი მილიარდი სამუშაო ადგილი გაქრება ძალიან სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის გამო. ჩვენ ასევე ველით, რომ ბევრი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება; მასტერკლასის მიზანია, სწორედ იმ კონკრეტული უნარების განვითარებაზე საუბარი და ზუსტი რჩევების გაზიარება, რომელიც საჭირო იქნება რათა მოვერგოთ ასეთ ცვალებად და არაპროგნოზირებად გარემოს როგორც ინდივიდუალურ ასევე ორგანიზაციულ დონეზე“, - ამბობს სალომე მიმინოშვილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები