USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქუთაისი-მესტიის მიმართულებით შესაძლოა, ფრენების სიხშირე გაიზარდოს

ქუთაისი-მესტიის მიმართულებით შესაძლოა, ფრენების სიხშირე გაიზარდოს

2023-02-07 12:39:28

„ახალ მიმართულებებს რაც შეეხება, ჩვენ ვაპირებთ საკმაოდ აქტიურად დავამატოთ ქუთაისი-მესტია, რამეთუ ვხედავთ მგზავრების მხრიდან მოთხოვნას“, - ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ მესტიაში ვიზიტისას განაცხადა. 

მსივე თქმით, მესტიის მიმართულებაზე მოთხოვნა, ტურისტული ნაკადის ზრდის გამო გაიზარდა. 

„ამ მიმართულებაზე ძირითადად უცხოელი ტურისტების მოთხოვნაა, რომლებსაც სურთ სასრიალოდ ესტუმრონ ამ საოცარ მხარეს.ასევე ჩვენი პოლიტიკაა, რომ რაც შეიძლება მეტ რეგიონში იყოს შიდა ფრენები. სულ მალე დავასრულებთ ბაზრის კვლევას.

ბაზრის კვლევასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში ვაკეთებთ შესაძლებლობის კვლევას, თუ ქვეყნის რომელ მხარეს შეგვიძლია რომ განვახორციელოთ ეს ფრენები. რასაც ამ თვის მანძილზე საჯაროს გავხდით.

შემიძლია დავაანონსო, რომ შესაძლოა, რამდენიმე ახალი მიმართულებაც დაემატოს“, - განაცხადა ქარქაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის განმავლობაში „მესტია-ქუთაისი-მესტიის“ მიმართულებაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი 70%, ხოლო „ნატახტარი-მესტია-ნატახტრის“ მიმართულებაზე კი 37.5% იყო.

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის მშენებლობა 2010 წელს დასრულდა. აეროპორტი მსოფლიოს ათი უჩვეულო დიზაინის მქონე ულამაზესი აეროპორტის სიაშია მოხვედრილი. აეროპორტის სერვისით 12 წლის განმავლობაში, დაახლოებით 60 ათასზე მეტმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ვიზიტორმა ისარგებლა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები