USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პურზე ფასის კლების რესურსი არის - პურის მრეწველთა კავშირი

პურზე ფასის კლების რესურსი არის - პურის მრეწველთა კავშირი

2023-03-30 17:00:52

პურის წარმოებაში თვითღირებულების 30% გადასახადებზე მოდის.

პურის მრეწველთა კავშირის ხელმძღვანელის მალხაზ დოლიძის შეფასებით, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, რასაც სხვადასხვა ხარჯი ემატება. მთლიანობაში, მეწარმის მოგება 4-5%-ის ფარგლებშია.

როგორც დოლიძე Business Insider Georgia-თან ამბობს, პური სოციალური პროდუქტია და მეწარმე მოგების მაღალი მარჟით ვერ იმუშავებს.

რაც შეეხება პურის ფასს, მალხაზ დოლიძე ფიქრობს, რომ 5-10 თეთრიანი გაიაფების რესურსი რეალურად არსებობს, თუმცა რამდენად აისახება ეს სამომხმარებლო ფასზე, ბიზნესის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

„პურის წარმოების ხარჯთაღრიცხვაში დენის წყლისა და გაზის გადასახადი ჯამში თვითღირებულების 30%-ს შეადგენს. ამას ემატება დღგ-ს 18%-იანი გადასახადი, ასევე ხარჯი, რომელიც უშუალოდ ფქვილის ფასს, ასევე დამხმარე მასალების შეძენას, შეფუთვას, ხელფასებს და დისტრიბუციას მოიცავს.

მეწარმის მოგება 4-5%-ის ფარგლებშია. ამდენად, საკმაოდ დიდი ხარჯია, თუმცა პროდუქტის ფასის კორექტირება შესაძლებელია. ვფიქრობ, 5-10 თეთრით შეიძლება პურის გაიაფება, მაგრამ ვერ გეტყვით, რამდენად მოსალოდნელია ფასის კორექტირება. ფასის ზრდაზე საუბარიც არ შეიძლება, თუმცა საპირისპირო ტენდენციაზე შეიძლება ვიმსჯელოთ", - ამბობს მალხაზ დოლიძე.

რაც შეეხება ფქვილის ფასს, 1 ტომარა პროდუქტის ღირებულება საშუალოდ 55-58 ლარის ფარგლებშია. 500 გრამიანი პური დახლებზე საშუალოდ 1,5 ლარი ღირს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები