სამუშაო ძალის დეფიციტის პრობლემის ამოფხვრის გზად, Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ევა ბოჭორიშვილი, სახელმწიფო და კერძო სექტორის მხრიდან სხვადასხვა გადამზადების პროგრამების ამოქმედებას და ასევე სამუშაო ძალის უცხოეთიდან ჩამოყვანას ასახელებს. როგორც ევა ბოჭორიშვილმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი მცირდება, ის გლობალურად მაინც მაღალ დონეზე ნარჩუნდება. იმავდროულად გარკვეულ დარგებს ექმნებათ კადრების დეფიციტი და ეს დეფიციტი მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე უფრო თვალსაჩინო ხდება.
„როდესაც ვსაუბრობთ უმუშევრობის მაჩვენებელზე ის დინამიკაში არის შემცირებული და ისტორიულ მინიმუმზეა. ზოგადად სხვა ქვეყნებსაც, რომ შევხედოთ, მსოფლიოს სტანდარტით მაინც მაღალი მაჩვენებელია და როდესაც ამ ციფრებს ვუყურებთ ვიძახით, რომ მაკრო დონეზე სამუშაო ძალის დეფიციტი, ასეთი მაღალი უმუშევრობის მაჩვენებლის პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა, არ იკვეთება. თუმცა ძალიან ბევრი ბიზნესი საუბრობს და ჩვენც ვხედავთ ხელფასების ზრდიდან გამომდინარე, რომ არის დეფიციტი ცალკეული დარგების მიმართულებით. აქ პრობლემის გადაჭრის გზები შეიძლება იყოს სახელმწიფო და კერძო სექტორის მხრიდან სხვადასხვა გადამზადების პროგრამები. ასევე სამუშაო ძალის უცხოეთიდან ჩამოყვანა იყოს გარკვეული გადაჭრის გზები. ეს ტენდენცია შეიმჩნევა იმიტომ, რომ ბიზნესის მხრიდან უფრო აქტუალური ხდება სამუშაო ძალის დეფიციტზე საუბარი და როდესაც ციფრებშიც ვხედავთ, რომ ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა გაქვს ეს მოთხოვნას სამუშაო ძალაზე ზრდის“, - განმარტავს ევა ბოჭორიშვილი.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება